სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა.
გალის რაიონის სოფელში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას შეშის ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.