10 იანვარი 2025,   01:14
ვრცლად
"სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და ქართველ ხალხს" - გერმანიის საელჩო

საქართველოში გერმანიის საელჩო სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საელჩოში დროშები დაშვებულია.

"დღეს, 9 იანვარს გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს", - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

5 იანვარს, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ

 

 

დღის ამბები