14 მარტი 2025,   04:02
ვრცლად
ერდოღანის განცხადებით, შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი.

      როგორც თურქული გაზეთი წერს, თურქეთის პრეზიდენტს, ქალაქ შანლიურფაში ვიზიტის დროს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მომღერალმა ჰკითხა, არის თუ არა ის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის მომხრე, რაზეც მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.

      "მე მომხრე ვარ, თუ თქვენ ხართ მომხრე", - თქვა ერდოღანმა.

      შეგახსენებთ, რომ თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.