17 იანვარი 2025,   02:44
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - იემენელი "ჰუსიტების" განცხადებით, მათ თელ-ავივის მიმართულებით სამიზნეებზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები განახორციელეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - იემენიდან გაშვებული რაკეტების გამო ცენტრალურ ისრაელში სირენების ხმა ისმოდა. იემენელი "ჰუსიტების" განცხადებით, მათ თელ-ავივის მიმართულებით სამიზნეებზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები განახორციელეს. ჰუსიტების სამხედრო სპიკერის, იაჰია სარეას თქმით, ოპერაზიამ მიზანს წარმატებით მიაღწია.

      ისრაელის სამხედროებმა გამოქვეყნებულ პოსტში კი განაცხადეს, რომ დრონები, რომლებიც იემენიდან იყო გაშვებული ისრაელის საჰაერო ძალებმა შეაჩერეს. დაშავებულებისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

      ეს ხდება მას შემდეგ, რაც მანამდე ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იემენში "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებადი ელექტროსადგური და ორი პორტი დაბომბეს.

      ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში იმართება "პროგრესი" მიღწეულია.

      ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ყველა მხარემ მიაღწია შეთანხმებას სამ-ეტაპიან შეთანხმებაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლას მოიცავს და ისინი "ჰამასის" მხრიდან პასუხს ელოდებიან.

      მანამდე, ასევე "ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. რომ დაჯგუფება "ძალიან ახლოს არის შეთანხმებასთან". პუნქტები მოიცავს "ჰამასის" მოთხოვნებს, რომ ისრაელმა დატოვოს ფილადელფიის დერეფანი , მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას და არა დროებით შეჩერებას, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო.

      აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომ შეთანხმება შესრულების ზღვარზე იყო და რომ მისი ადმინისტრაცია საჩქაროდ მუშაობდა შეთანხმების დასახურად. ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა, რომ თეთრი სახლი მოლაპარაკებებზე კავშირში არის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდთან.

      ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ბაიდენი მალე ისაუბრებს ეგვიპტის პრეზიდენტთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. შედგება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

      ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში პროგრესის მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში კვლავ გრძელდება.

      ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 19 პალესტინელი დაიღუპა. შედეგად ომის დაწყებიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 46.580-ს გადააჭარბა.

      დღის ამბები
      მეტი