
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფოებრიობა, როგორც მცნება არ არსებობდა, ამიტომ ვერ ექნებოდა ვერც ახალ წელს, ვერც შობას და ვერც ნათლისღებას, ასეთი მასშტაბური შეწყალებები.
მისი განმარტებით, ეს მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი პირველი ჰუმანური აქტია, რომელიც დასაბამი იქნება იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვთ შანსი რესოციალიზაცია მოახდინონ თავიანთ საზოგადოებაში.
"გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილს არ უყვარდა და არ უყვარს საქართველო, ის არ იცნობდა საქართველოს მენტალიტეტს და აქედან გამომდინარე, მხოლოდ შიდა წრეებიდან და მათი ოჯახის წევრებიდან იღებდა ინფორმაციას და ასე იწყალებდა ადამიანებს. მისთვის სახელმწიფოებრიობა, როგორც მცნება არ არსებობდა და არ არსებობს. ამიტომ ვერ ექნებოდა ვერც ახალ წელს, ვერც შობას და ვერც ნათლისღებას, ასეთი მასშტაბური შეწყალებები. გამომდინარე აქედან, ეს მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი პირველი ჰუმანური აქტია, რომელიც შეეხება მსჯავრდადებულებს. ეს იქნება დასაბამი იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვს იმის შანსი, რომ რესოციალიზაცია მოახდინონ თავიანთ საზოგადოებაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.