12 აგვისტო 2026,   22:18
ვრცლად
ბათუმში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, სამხედრო დასახლებაში, შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
ადგილზე პოლიცია იმყოფება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები