
ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი მომხდარში დემოკრატიულ პოლიტიკას ადანაშაულებს. მისი განმარტებით "მრავალფეროვნების წესების" გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობის კონტროლისთვის დაქირავებული ადამიანები ყოველთვის კვალიფიციურები არ არიან.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა რონალდ რეიგანი სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა - ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა.
თვითმფრინავში 64, ხოლო ვერტმფრენში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.