
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, 5 კუბურ მეტრამდე, წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა.