09 თებერვალი 2025,   12:53
ვრცლად
მიწისძვრების გამო, ბერძნულ კუნძულ სანტორინის ათასობით მაცხოვრებელი ტოვებს

ბერძნულ კუნძულ სანტორინის ათასობით მაცხოვრებელი ტოვებს. კუნძულთან ბოლო 48 საათის განმავლობაში ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვირას, კუნძული დაახლოებით 9000-მა ადამიანმა დატოვა, ასევე იგეგმება დამატებითი გადაუდებელი ფრენები.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, კუნძულის მახლობლად 300-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა და ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ბიძგები შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ძლიერი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, სკოლები დაიხურა, ხელისუფლებამ კი მოსახლეობას დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავის შეკავება ურჩია.

სანტორინი პოპულარული ტურისტული ადგილია, თუმცა ამჟამად კუნძულს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ტოვებს, რადგან თებერვალში კუნძულზე ტურისტული სეზონი არ არის.

დღის ამბები