21 მარტი 2025,   11:57
ვრცლად
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო - რა პროგნოზები არსებობს ომის დასრულების თარიღთან დაკავშირებით

ტრამპი პუტინს ესაუბრა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ რუსეთის ლიდერთან მისი სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ტრამპმა განმარტა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესაჩერებლად მოსკოვთან და კიევთან დიალოგს აწარმოებს და ამ სამშვიდობო პროცესში წარმატებას მიაღწია.

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების საკუთარ გეგმაზე სასაუბროდ ევროპაში ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს აგზავნის. მიმდინარე კვირას ბრიუსელში ""რამშტაინის"" საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე და მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნების ლიდერებს ტრამპის პირობას წარუდგენს. შტატების დელეგაციას მიუნხენში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, რომელმაც ევროპაში საკუთარი ვიზიტი დღეს საფრანგეთიდან დაიწყო. ჯეი დი ვენსი პარიზიდან გერმანიაში ჩავა. მასთან ერთად ერთად მიუნხენში უშიშროების კონფერენციას დაესწრება სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეტი და უკრაინის საკითხზე ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი კიტ კელოგი.

ამერიკის პრეზიდენტის ინიცირებულ სამშვიდობო პროცესს ეხმაურება ოფიციალური კიევი. უკრაინა მოკავშირეებისგან ომის სამართლიანი პირობებით დასრულებას და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ითხოვს. ქვეყნის პრეზიდენტი ამ გარანტიებში ნატოში გაწევრიანებას ან ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სტატუსის აღდგენას მოიაზრებს.

ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ბერლინში იმსჯელეს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან სატელევიზიო დებატებში თქვა, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება, იგივე გაიმეორა მერცმაც. ამასთან ერთად ""დოიჩე ველე"" წერს, რომ გერმანიის კანცლერობის ორივე კანდიდატმა თავი შეიკავა ომის დასრულების საკუთარი სცენარის შეთავაზებისგან. რადგან ისინი მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას ელოდებიან.

სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. რომელიც დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ დააანონსა, მას ზელენსკისთან გარიგების დადება უნდა. რომელიც შესაბამისად უკრაინამ ამერიკული იარაღის საფასური ქვეყანაში არსებული წიაღისეულის მარაგებით უნდა აანაზღაუროს.

დღის ამბები