12 აგვისტო 2026,   23:38
ვრცლად
"მოვითხოვდით გამოძიებული ყოფილიყო 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციის მიერ ჩადენილი ქმედებები" - ნანა კაკაბაძის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

ნანა კაკაბაძის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 6 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა - "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება ახდენდა ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფას და მოქმედებდა გარე დაკვეთებით, რომელმაც დააზიანა საქართველოს ინტერესები.

პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნაა - სამართლებრივად შეფასდეს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების საქმიანობა ბოლო 13 წლის მანძილზე. ასევე, ითხოვენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობის გეგმები სრულად იქნეს გამოძიებული. ნანა კაკაბაძის გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.

"მოვითხოვდით გამოძიებული ყოფილიყო 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციის მიერ ჩადენილი ქმედებები, რომლებიც ჩვენ აღქმული გვაქვს გარე ძალების დავალებით შესრულებული დაკვეთები. იგნორირება საქართველოს სუვერენიტეტის, მაგალითად საკანონმდებლო ძალადობა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების სუვერენიტეტის გამოვლინება არის მიიღოს კანონები, შესაბამისად კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმებისა და ამ ჩარჩოების მიუხედავად ხდებოდა გარედან კარნახი", - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

დღის ამბები