საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.
"საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ, გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;
25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;
25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;
26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
26 თებერვალი – რიონი - ქუთაისი-რიონი;
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ",- აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.
გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე საათის წინაც გაავრცელა.