
სპორტის მინისტრმა საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა.
თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე, დარბაზში, 21-წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ნაკრების მიერ კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული პირველი მედალია.