
უკრაინაში ომი გრძელდება. გასულ ღამეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზე. აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები. ათობით ადამიანი საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩა.
"სამზარეულოში ვახშამს ვამზადებდი, როდესაც საზარელი ხმა გავიგე. შემდეგ იყო ძალიან დიდი აფეთქება. გარეთ გავიქეცი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს მოხდა და შესაძლოა ვინმეს ჩემი დახმარება დასჭირვებოდა," - განაცხადა ადგილობრივმა, ვიაჩესლავ მიროშნიჩენკომ.