12 აგვისტო 2026,   12:51
ვრცლად
ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია

ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

რუსეთის ძალებმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს, შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებულია სამი კორპუსი.

ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გამოცხადებულია საჰაერო განგაში. იერიშის სამიზნე იყო დნიპროპეტროვსკის ოლქიც. დრონებით თავდასხმის შედეგად კრივიო როგში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საწარმო და საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულებიც.

დღის ამბები