22 ივნისი 2026,   03:49
ვრცლად
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი

დასავლეთ გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა. როგორც სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, არის მსხვერპლი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამ წუთებში ქალაქის ცენტრში ოპერაცია მიმდინარეობს.

გერმანიის ისტორიულ მხარეში, რაინლანდში, ტრადიციული კარნავალების სეზონია - მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩებშია გამოსული.

მედიის ცნობით, შავი ფერის ჯიპი ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა. რამდენიმე ადამიანი მძიმედაა დაშავებული.

დღის ამბები