14 აგვისტო 2026,   11:57
ვრცლად
ხვალიდან 2 000-მდე სკოლაში სწავლა აღდგება - რომელი სკოლებია გამონაკლისი

ხვალიდან 2 000-მდე სკოლაში სწავლა აღდგება. გამონაკლისია 50 სკოლა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა.

განათლების მინისტრის განცხადებით, 1 000-ზე მეტ სკოლაში გარკვეული პერიოდით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

"ხვალიდან სწავლა აღდგება 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში საქართველოს მასშტაბით. 50-მდე სკოლა რჩება ისეთი, სადაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ სწავლის აღდგენას იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს კვლავ მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და გამოსწორება იმ ზიანის, რაც სტიქიის შედეგად მივიღეთ", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.

დღის ამბები