16 აგვისტო 2026,   23:56
ვრცლად
"ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" - სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ წარმატებულ ქართველ სპორტსმენ ქალებს წიგნი მიუძღვნა

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნის "ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ და ევროპის მედალოსან ქალებს ეძღვნებათ.

"ვფიქრობ, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ, რომ სპეციალურად გადავწყვიტეთ, რომ ამ წიგნის პრემიერა დაგვემთხვია მარტის პირველი რიცხვებისთვის, როდესაც ქალბატონების დღეები აღენიშნება და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიურ მუზეუმში ჩემი წიგნის რამდენიმე გმირია მოსული - მსოფლიოს ჩემპიონები, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები. მინდა ვისურვო, რომ ეს წიგნი გახდეს ერთგვარი სტიმული იმ ახალგაზრდა პატარა გოგოებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სპორტში ვარჯიშს, დგამენ პირველ ნაბიჯებს", - აცხადებს თამარ ბალავაძე.

დღის ამბები