
რამდენიმე საათი გადამწყვეტ შეხვედრამდე - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ემზადება.
"ბორჯღალოსნები" დღეს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მორაგბეები ზედიზედ მერვე, ჯამში კი, მე-17 ტიტულს მოიგებენ.
გადამწყვეტ შეხვედრამდე მასპინძელ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა, კაპიტნის ვარჯიში გამართა.