22 მარტი 2025,   03:05
ვრცლად
საიაში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მათი სარჩელი დაარეგისტრირა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი სარჩელი დაარეგისტრირა. ორგანიზაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის სავარაუდო დარღვევის პრინციპზე დავობს.

      როგორც საიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კენჭისყრის დღეს გამოყენებულ ბიულეტენზე მარკერის საღებავი ჟონავდა და ფურცლის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა, საჩივრით სტრასბურგს მიმართეს.

      "პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ დავას, იმიტომ რომ თავისი შინაარსით ისეთ საკითხებს ეხება, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მანამდე არ უმსჯელია და ახლა, ამ დავის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, რომ იმსჯელოს და კონვენციის ჭრილში შეაფასოს არჩევნების ფარულობის საკითხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.