
This is a modal window.
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მესამე შეხვედრას გამართავს. განიხილავენ ბიზნესზე ზეწოლისა და ერთ-ერთი წამების საქმეს. საუბარია ბესო ხარძიანის საქმეზე.
"ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ კონკრეტული დანაშაულების შესახებ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს.
"საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბიზნესის რეკეტი და ადამიანების წამება არის ის ხელწერა, რომელიც წინა ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. კიდევ ერთხელ ჩანს მნიშვნელობა ამ დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღეს ამ ქმედებებიდან გამომდინარე", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კომისიის მიზანი სამართლიანობის აღდგენა არ არის.
შეგახსენებთ, კომისიამ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართოს.