28 მარტი 2025,   10:55
ვრცლად
"ეს ხალხი მოქმედებს იმ ძალების დავალებით, რომელმაც დააინიცირა "მეგობარი აქტი" და რომლის მიზანიც საქართველოში არასტაბილური სიტუაციაა" - პაატა სალია NGO-ების დაანონსებულ აქციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მდიდარი "ენჯეოები", რომლებიც გარე ძალებისგან ფინანსდებიან, ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებებს განაგრძობენ.

      "სწორედ ეს სუბიექტები არიან, რომელთა მიმართაც ეს აქტი შეიძლება "მეგობრულად" განვიხილოთ, ეს ხალხი მოქმედებს სწორედ იმ ძალების დავალებით, ვინც დააინიცირა ეს მეგობარი აქტი და ვისი მიზანიც არის, რომ საქართველოში იყოს არასტაბილური სიტუაცია, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა.

      ეს რომ თავისი შინაარსით მეგობრული აქტი არ არის, ყველამ წასვლიან კარგად ვიცით, - ერთადერთი, ვის მიმართაც შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტი "მეგობრულად განწყობილია", არის ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ შემდგომ იმ გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებას შეუდგნენ, რასაც მათ "დიფ სთეითი" დაავალებს. ამიტომ, ამას მეგობარ აქტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და ცოტა ცინიკურიც არის მსგავსი სახელწოდებით ამ აქტის განხილვა," - განაცხადა პაატა სალიამ.

      დღის ამბები