26 მარტი 2025,   08:33
ვრცლად
საქართველოში "დედამიწის საათი" აღინიშნა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოში "დედამიწის საათი" მეჩვიდმეტედ აღინიშნა. მსოფლიო გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ელექტროენერგია გამოირთო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ფასადზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე პარლამენტსა და სხვა სამინისტროებში.

      აქციის ფარგლებში, გარე განათება გამოირთო რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრესა და წმინდა გიორგის მონუმენტზე. გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძა და თბილისის მერია.

      "დედამიწის საათი” მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

      დღის ამბები
      მეტი