30 მარტი 2025,   07:01
ვრცლად
"პროცესის მიზანი "ძლიერი საქართველოს" ლიდერების გაშავებაა. კომისია უნდა იძიებდეს სისხლიანი ცხრა წლის გადაცდომებს, "ნაციონალური მოძრაობის" მძიმე, ძალადობრივ გადაცდომებს" - თამაზ დათუნაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მამუკა ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე - სწორედ ჯაფარიძის საქმის პროკურატურისთვის გადაცემაზე კენჭისყრით გაიხსნება დილიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

      გუშინ ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემაც უარი თქვა მისულიყო საკანონმდებლო ორგანოში და შპს "მაგნატთან" დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებზე პასუხი გაეცა.

      ბიზნეს-რეკეტში თანამონაწილეობა ყოფილმა ბანკირებმა სოციალური ქსელის საშუალებით უარყვეს. მსგავს გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძისგან მოსალოდნელს უწოდებენ მმართველ გუნდში.

      "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თამაზ დათუნაშვილი, მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ დევნასა და "ქართული ოცნების" ოპონენტების "გაშავების" მცდელობად აფასებს.

      "ეს პროცესი არის პოლიტიკური მასკარადი, ბოროტი მასკარადი, რომლის მიზანიც არის პოლიტიკური ოპონენტების გაშავება. კონკრეტულად, ჩვენი, "ძლიერი საქართველოსი" და ჩვენი ლიდერების გაშავება არის მიზანი. არავითარი სხვა ფუნქცია ამას არ აქვს. კომისია უნდა იძიებდეს სისხლიანი ცხრა წლის გადაცდომებს, "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან მძიმე, ძალადობრივ გადაცდომებს. კომისიასთან არ ვითანამშრომლებთ და პოლიტიკურ დევნას გავუძლებთ", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

      დღის ამბები
      მეტი