
This is a modal window.
მამუკა ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე - სწორედ ჯაფარიძის საქმის პროკურატურისთვის გადაცემაზე კენჭისყრით გაიხსნება დილიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.
გუშინ ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემაც თქვა უარი მისულიყო საკანონმდებლო ორგანოში და შპს "მაგნატთან" დაკავშირებით კომისიის წევრთა შეკითხვებზე პასუხი გაეცა.
ბიზნეს-რეკეტში თანამონაწილეობა ყოფილმა ბანკირებმა სოციალური ქსელის საშუალებით უარყვეს. მსგავს გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძისგან მოსალოდნელს უწოდებენ მმართველ გუნდში.
საკითხს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი გამოეხმაურა.
"ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოსვლა არც იყო მოსალოდნელი, იმხელა უბედურება დააწიეს მთელ რიგ ოჯახებს. პრაქტიკულად, არ აქვთ პასუხები იმაზე, რომ ადამიანი ციხეში მჯდომი, თუ ციხის გარეთ მყოფი, თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე და ამაში მონაწილეობას იღებდა კონკრეტული ბანკი. ზუსტად იცოდა რა ხდებოდა ამ ვითარებაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.