30 მარტი 2025,   07:09
ვრცლად
"დადასტურდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტში პირდაპირ მონაწილეობდა "თი ბი სი" ბანკი და მისი უშუალო წარმომადგენლები, ჯაფარიძე და ხაზარაძე" - გურამ მაჭარაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მამუკა ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე - სწორედ ჯაფარიძის საქმის პროკურატურისთვის გადაცემაზე კენჭისყრით გაიხსნება დილიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

      გუშინ ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემაც უარი თქვა მისულიყო საკანონმდებლო ორგანოში და შპს "მაგნატთან" დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებზე პასუხი გაეცა.

      ბიზნეს-რეკეტში თანამონაწილეობა ყოფილმა ბანკირებმა სოციალური ქსელის საშუალებით უარყვეს. მსგავს გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძისგან მოსალოდნელს უწოდებენ მმართველ გუნდში.

      მიმდინარე პროცესს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.

      "დადასტურდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტში პირდაპირ მონაწილეობდა "თი ბი სი" ბანკი და მისი უშუალო წარმომადგენლები - ჯაფარიძე და ხაზარაძე, რასაც "მაგნატის" დამფუძნებელი პირდაპირ ამბობს. ყველა მტკიცებულებაზე, მარტო კითხვაზე კი არა, პასუხი გაეცა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს. ცირკი უწოდეს ამას. მოუყვეს პროკურატურას, რომ ცირკი იყო ეს, ცირკში დაიბარეს და არ წავიდა ცირკში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

      დღის ამბები
      მეტი