26 მარტი 2025,   17:47
ვრცლად
რაღაც საკითხზე კამათობენ, მაგრამ რასაკვირველია, ელოდებიან მთავარ ინსტრუქციას, რომელიც ალბათ ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდეს - გია ვოლსკი ოპოზიციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ქართულ ოცნებაში", სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან, ოპონენტების დაბნეულობა არც ამჯერად უკვირთ.

      მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მკვეთრად შემცირებული რეიტინგის გამო, ოპოზიციას საკუთარ შანსებში ეჭვი თავადაც ეპარება.

      ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია ახლა მთავარ ინსტრუქციას ელოდება, რომელიც ალბათ ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდეს.

      "შიგნით შეიძლება მათ სხვადასხვა პოზიციები ჰქონდეთ, მაგრამ თავისი აზრით არიან რევოლუციონერები, რომლებიც უპირისპირდებიან საქართველოს. რაღაც საკითხზე კამათობენ, მაგრამ რასაკვირველია, ელოდებიან მთავარ ინსტრუქციას, რომელიც ალბათ ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდეს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიღებენ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება, რაც კონსტანტაა, ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ფორმატში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

      დღის ამბები
      მეტი