
ტუბერკულოზი როგორც ყველაზე საშიში ინფექცია, მკურნალობა, დაავადების დროული პრევენცია და მთავარი გამოწვევები - ტუბერკულოზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ამ თემებზე საუბარს ყველაზე მეტი დრო დაეთმო. დაავადებას, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი ადამიანი ებრძვის. საქართველოში ავადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა.
ქრონიკულ ინფექციას ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწერება. ტუბერკულოზის პრევენცია კი რისკ ჯგუფების დროული გამოვლენა და ადრეული დიაგნოსტიკაა.
საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები 70 პროცენტამდეა შემცირებული. ინოვაციური მეთოდებით მკურნალობას და შემდგომ რეაბილიტაციას სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს. პროგრამით უკვე დაფინანსდა 35 000-ზე მეტი სამედიცინო მომსახურება.
24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა, რომელიც ჯანმრთელების მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება.