31 მარტი 2025,   01:22
ვრცლად
"კომისია ბოლომდე მოიძიებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმების საფუძველი გახდება" - გურამ მაჭარაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს დილიდან კვლავ შეიკრიბება. კომისიის წევრები აგვისტოს ომთან და 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განხილვებს განაგრძობენ.

      დილის 10 საათისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილსა და შალვა ჯანაშვილს ელოდებიან.

      საკითხის განხილვა კომისიამ გუშინ დაიწყო. კომისიის კითხვებს უკვე უპასუხა რამდენიმე ადამიანმა - მათ შორის ყოფილმა პრემიერმა, ზურაბ ნოღაიდელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

      საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ უნდა გამოიკითხონ ის ადამიანები, რომლებსაც უშუალო მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული აგვისტოს ომში, საუბარია ძირითად პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე.

      "ის ადამიანები უნდა გამოიკითხონ, რომელთაც უშუალო მონაწილეობა ჰქონდათ აგვისტოს ომში. ნაწილი გამოკითხულია, ნაწილს კიდევ გამოვკითხავთ კომისია, რაც ეხება ძირითადად პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ პასუხისმგებლობას საომარ მოქმედებებში და აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს მიზანი, რომ კომისია ბოლომდე მოიძიებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გახდება საფუძველი "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

      დღის ამბები
      მეტი