31 მარტი 2025,   01:52
ვრცლად
"სასაცილოა... "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ფაქტობრივად არანაირი კოორდინაცია აღარ აქვს, მაგრამ ელოდება დავალებებს, რომელიც უცხოელი პატრონებისგან უნდა მიიღოს" - გიორგი ჩაკვეტაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მასში ოპოზიციის მონაწილეობა - საკითხზე ხელისუფლების ოპონენტთა შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

      ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს, მეორე ნაწილი თემას შექმნილ ვითარებაში არარელევანტურად მიიჩნევს და მოვლენათა განვითარებას ელოდება. კენჭისყრაში აუცილებლად ჩაერთვება "გირჩი".

      ოპონენტების ნებისმიერ გეგმასა და გადაჯგუფებას უშედეგოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია სერიოზული მარცხისთვის არის განწირული.

      "რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა... "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ფაქტობრივად არანაირი კოორდინაცია აღარ აქვს, მაგრამ ისინი ელოდებიან თავის დავალებებს, რომლებიც უნდა მიიღონ თავიანთი უცხოეთის პატრონების მხრიდან. ასე რომ, საზოგადოება ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კარგად შეაფასებს და კიდევ ერთხელ, უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

      დღის ამბები
      მეტი