
საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ ფრანგულ ტელევიზიას მისცა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები არ დათანხმდება რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. მისივე თქმით, შავ ზღვაში ვითარებას უკრაინა აკონტროლებს, პუტინი კი მალე მოკვდება და ამით ყველაფერი დასრულდება.
ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელზეც ისაუბრა და თქვა, რომ სტივ უიტკოფი ხშირად კრემლის ნარატივს ავრცელებს.
"შავ ზღვაში დერეფანს რუსები დიდი ხანია არ აკონტროლებენ. შავ ზღვაში სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებთ. მათი ფლოტი ან ფსკერზეა ან დამალულია. ესაა რაც დღეს ხდება. მზად არიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ ენერგეტიკის ნაწილში, თუ ეს შავ ზღვას ეხება. პუტინს საკუთარი საზოგადოების დესტაბილიზაციის ეშინია. თავად ის მოახდენს ამაზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. ჩვენი პარტნიორები თუ იმდენად ძლიერები იქნებიან, რამდენადაც არიან, თუ ისინი მოისურვებენ არა სუპერ ძალის დემონსტრირებას, არამედ უბრალოდ საკუთარი რეალური ძალის დემონსტრირებას, თუ ისინი ზეწოლას მოახდენენ პუტინზე, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, მას ამის ეშინია. ფაქტია, რომ ის მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება. მისი საკითხი შეიძლება, დასრულდეს, ვიდრე ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ყოფას. აი, რისი ეშინია მას.
მე მიმაჩნია, რომ უიტკოფი, ნამდვილად, ძალიან ხშირად, ციტირებს კრემლის ნარატივებს. მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენ მშვიდობას არ გვაახლოებს. და მე მიმაჩნია, რომ ეს, სამწუხაროდ, ასუსტებს ამერიკელების ზეწოლას რუსეთის ფედერაციაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.