
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის სიკვდილით "ყველაფერი დამთავრდება".
"ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დამთავრდება. ანუ, მისი საკითხი შეიძლება დასრულდეს მანამ, სანამ ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციების პოლიტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"საზოგადოების დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ შეძლებს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა მოახდენს გავლენას, სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან ისეთივე ძლიერები, როგორებიც არიან. თუ მოისურვებენ არა სუპერ ძალების დემონსტრირებას, არამედ, უბრალოდ, თავიანთი რეალური ძალების დემონსტრირებას, თუ პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, ამის ეშინია. ანუ პუტინს ამის ეშინია", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.