31 მარტი 2025,   00:45
ვრცლად
"ეს არის პარტიული კომისია, რომელიც შედგება პარლამენტში, რომელსაც ხალხის ნდობა არ აქვს" - ანა დოლიძე საგამოძიებო კომისიაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საპარლამენტო კომისიის სხდომაზე არგამოცხადების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ზუსტი დრო ჯერ უცნობია.

      პროკურატურაშია გადაგზავნილი ბადრი ჯაფარიძის საქმეც. 349-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

      სხდომაზე, სადაც "ლელოს" ლიდერები არ მივიდნენ, "შპს მაგნატის" საკითხი განიხილებოდა, გამოიკითხა დაზარალებული ბიზნესმენი, ჯემალ ლეონიძე, რომელმაც ბიზნესწილების იძულების წესით გადაფორმებაში ბრალი, მათ შორის სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს დასდო.

      "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, აღნიშნულ საგამოძიებო კომისიას ხალხის ნდობა არ აქვს.

      "ეს არის პარტიული კომისია, რომელიც შედგება პარლამენტში, რომელსაც ხალხის ნდობა არ აქვს. ყველა საკითხი, რომელიც ადარდებდა და ადარდებს დაზარალებულებს ამ ქვეყანაში, უნდა გაირჩეს დამოუკიდებელ სასამართლოში.

      კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი - ახალ პარლამენტში, ახალი არჩევნების შედეგად ჩვენ თვითონ მივხედავთ მართლმსაჯულების საკითხს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

      დღის ამბები
      მეტი