21 მაისი 2025,   09:06
ვრცლად
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

ერთ ლარად მერიამ საცხოვრებელი ფართები კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა. ლეილა თამარაშვილი ერთ-ერთია იმ 30 ოჯახს შორის, რომელსაც დღეს საცხოვრებელი ფართი გადაეცა. "კურიერის" რესპონდენტი გვიყვება, რომ ათ წლიანმა ლოდინმა შედეგი გამოიღო. დღეიდან კი მისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება.

გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, და ვაკის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ბინები სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცათ. ათეულობით ოჯახი წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა. საკუთრების დამდასტურებელი მოწმობები მათ დედაქალაქის მერმა დღეს პირადად გადასცა.

დედაქალაქის მერია პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. რვა წლის განმავლობაში 4 000 მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე დაუკანონდათ.

ფართების გადაცემის პარალელურად, მერიაში განცხადებების განხილვა გრძელდება. ოჯახები, რომლებიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ფართებში ცხოვრებენ, საცხოვრებლის დაკანონების მიზნით, მათ საჭირო დოკუმენტაციით მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ.

დღის ამბები