21 ივნისი 2026,   22:41
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსეი არესტოვიჩი დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა მისივე ოფისის ყოფილი მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი დაასანქცირა. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაცემული განკარგულების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს არესტოვიჩისთვის სახელმწიფო ჯილდოებისა და სხვა ფორმის ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციებისა და რესურსების ტრანზიტის შეწყვეტას, ფრენებისა და გადაზიდვების აკრძალვას უკრაინის ტერიტორიაზე. გაცემულ განკარგულებაში, ასევე საუბარია ქვეყნიდან კაპიტალის გატანის თავიდან აცილებაზე და სხვა ეკონომიკურ - ფინანსურ ზომებზე. სანქციების ვადა დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტის მიხედვით განისაზღვრება "უვადოდ" განისაზღვრება, სხვა პუნქტების მითითებით კი აკრძალვები შესაძლოა ძალაში 10 წლით დარჩეს.

არესტოვიჩმა პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა, ის მალევე უკრაინიდან წავიდა, რასაც , რასაც წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადება, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დიდი მსხვერპლი გამოიწვია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

დღის ამბები