22 ივნისი 2025,   09:34
ვრცლად
ეს აქტი და მისი შინაარსი, როგორითაც ის არის წარმოდგენილი, პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფა - გივი მიქანაძე "MEGOBAR აქტზე"

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა „MEGOBAR აქტს“. კანონპროექტი მოიცავს სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ.

"მეგობარი აქტის" კენჭისყრას უკვე მოყვა შეფასებები თბილისში - უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ აქტის შინაარსი შორს არის მეგობრობისგან.

"ეს აქტი შეიძლება ითქვას და მისი შინაარსი, როგორითაც ის არის წარმოდგენილი, პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს აქტი მეგობარი შეიძლება იყოს რადიკალური დაჯგუფებებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ მასში მოყვანილი შინაარსი აბსოლუტურად შორს არის მეგობრობისგან და ის 180 გრადუსით შორდება იმ რეალობებს და სამართლიანობას, რაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

 

დღის ამბები