დღეს, ხელბურთის მნიშვნელოვანი მატჩია. "თბილისი არენაზე" ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატის საგზურისათვის ბრძოლაში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი კონტინენტის პირველობაზე, ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.
საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად უგულშემატკივრონ ქართველ ხელბურთელებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელმეორედ ვიზეიმებთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს - ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენ ხელბურთელებს", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.