17 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა "ათინათი" ათენში ორი სპექტაკლი წარმოადგინა

ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა "ათინათი" საბერძნეთის დედაქალაქში ორი სპექტაკლი წარმოადგინა. პირველ დღეს მაყურებელმა "დარისპანის გასაჭირი" იხილა, რომლის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა, მეორე დღეს კი რეჟისორ ბადრი წერედიანის მიერ დადგმული "სამანიშვილის დედინაცვალი".

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს, ორივე სპექტაკლს საერთაშორისო სამოყვარულო ფესტივალებზე გრან-პრი და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მოპოვებული.

დღის ამბები