დღეს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, თბილისში მრევლის მსვლელობაა დაგეგმილი, რომელიც ქაშვეთის ეკლესიიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრამდე გაგრძელდება. მსვლელობა ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილი პარაკლისის შემდეგ, სავარაუდოდ, 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დააწესა. დღეს, მრევლის შეკრება და მსვლელობა, თბილისის გარდა, კიდევ 10 რეგიონში იგეგმება.