21 აგვისტო 2026,   00:13
ვრცლად
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნად, თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

 

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნავად, თბილისში სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი უკვე სამების ტაძარშია. 

იქამდე, ქაშვეთში პარაკლისი აღევლინა. მსახურებაზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობისა და პარლამენტის არაერთი წევრი.

 

 

 

დღის ამბები