23 ივნისი 2026,   13:46
ვრცლად
ავჭალაში, მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ერთმანეთს შეეჯახნენ

ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ერთმანეთს შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და მეხანძრე-მაშველების ჯგუფები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები