"ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაბო-ვერდესთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის დამატებით დროში ანგარიში საბა ლობჟანიძის გოლით გაიხსნა. 79-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში პენალტით გაათანაბრეს.
ქართველმა ფეხბურთელებმა წინა ამხანაგურ მატჩში "დინამო არენაზე" ფარერის კუნძულების ნაკრები 1:0 დაამარცხეს.