2025 წლის სეზონის მეორე ნახევარს საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" სიახლეებით ხვდება. კლუბში მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთს გაემიჯნა, ჩამოყალიბდა ბორდი, რომლის ერთ-ერთი წევრი შოთა არველაძე იქნება.
კლუბის თვითმმართველობამ დღეს, პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნული საკითხების შესახებ ვრცლად ისაუბრა.