
ვაკის პარკმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და სამკაულები.
საქველმოქმედო ბაზრობიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ბერი ანდრიას ფონდში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.