თბილისის მერია ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჯამებს. ღონისძიება დედაქალაქის მერმა გახსნა. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში მილიარდ 815 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 754 ქუჩას, აშენდა 3 ახალი ესტაკადა და პანდუსი, ახალი საავტომობილო ხიდი, ორი გვირაბი.
განხორციელებულ პროექტებს შორისაა საყრდენი კედლების მშენებლობა, ხიდების და პანდუსების რეაბილიტაცია, ქსელების მოწყობა, ავარიული კორპუსების გამაგრება, ისტორიული შენობების და მიწისქვეშა გადასასვლელების აღდგენა.
ღონისძიებას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ.