12 აგვისტო 2026,   22:46
ვრცლად
ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია - ის ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი შდეგი დადო

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია. მისი კარიერის მე-17 ბრძოლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოვიდა და მსოფლიო სპორტის ისტორიაში ჩაიწერა. თოფურიამ ნევადაში, T MOBILE არენაზე, ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ არა მარტო წაუგებელი სერია გააგრძელა, არამედ მეტოქე სულ რაღაც 2 წუთსა და 27 წამში დაანოკაუტა.

თოფურია, ორგანიზაციის ისტორიაში, მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. ის შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.

8 ივნისს UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქამარი ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ წარმატებით დაიცვა მერაბ დვალიშვილმა და ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი - ქართველია.

"უპირველეს ყოვლისა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი, რაც მაქს , რასაც წარმოვადგენ მისი დამსახურებაა. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც გეგმაში გვქონდა", - განაცხადა ილია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ.

დღის ამბები