09 აგვისტო 2026,   23:54
ვრცლად
ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ ბელარუსის ორ მოქალაქეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ ბელარუსის ორ მოქალაქეს, ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარედგინოს, რის შემდეგაც მათთვის აღმკვეთის ღონისძიებას უკვე სასამართლო გადაწყვეტს.

ორ ახალგაზრდას 3 კილოგრამამდე "კოკაინის," "ექსტაზის" 13 000 აბისა და დიდი ოდენობით "ჰეროინის" უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოდანაშაულში დახმარებაში ადანაშაულებენ.

ნარკოტიკის ამოღება ბათუმში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია, სავარაუდოდ, ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა. გრძელდება ძიება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დასადგენად.

დღის ამბები