10 ივნისი 2026,   06:23
ვრცლად
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია - ანა დოლიძე

შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე ოპოზიციური პარტიების პოზიცია უცვლელია - ისინი მიხეილ ყაველაშვილისთვის მიმართვას არ აპირებენ. თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვე რჩება.

უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. მოქმედმა მერმა დაადასტურა, რომ ოთხი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

კონკრეტულად როდის წარადგენენ კანდიდატს ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, ვინ იქნება კახა კალაძის კონკურენტი ოპოზიციიდან. ბარიერ გადალახული პარტიებიდან მარათონში "ლელო" და გახარიას გუნდი ერთვება, სხვები ბოიკოტს აცხადებენ.

რაც შეეხება ბარიერს მიღმა პარტიებს, სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება ანა დოლიძემ.

მან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პარტიის საბოლოო პოზიციაზე ისაუბრა.

"პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, გაუმართლებელია. ამავე დროს, პარტია ხალხისთვის მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ ვუერთდებით ბოიკოტს. დროისა და რესურსის დახარჯვა, რომ იარო სოფელ-სოფელ, ქალაქ ქალაქ და ადამიანებს მოუწოდო რაღაც არ გააკეთონ, არასწორია.

არჩევნებში მონაწილეობის მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ოპოზიციური სპექტრი იქნებოდა ერთად", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, არ სჯერა, რომ "ლელოს" ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

" არ მეპარება ეჭვი, რომ "ლელოს" წარმომადგენლები არ მიმართავენ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით. ჩემი დამოკიდებულება, მათი ამ პოლიტიკური ნაბიჯის მიუხედავად, არის უკიდურესად კრიტიკული. არ მჯერა, რომ ყაველაშვილს მიმართავენ შეწყალების მოთხოვნით", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები