10 აგვისტო 2026,   01:02
ვრცლად
"ცილისწამების მიზანი ბანკი "ქართუს" დისკრედიტაციაა" - "ქართუ" "TV პირველს" სასამართლოში უჩივის

ბანკი "ქართუ" "TV პირველს" სასამართლოში უჩივის. დღეს ბანკში პირველი განმარტება გაკეთდა. "ქართუში" აცხადებენ, რომ მიზეზი დეზინფორმაციის გავრცელებაა.

ამასთან, განმარტავენ, რომ სვიფტთან დაკავშირებით ნებისმიერ დეზინფორმაციულ საკითხზე, ბანკი ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ტელეკომპანია კი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საჩივარი ბანკის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებად მოხსენიების გამო დაიწერა, რაც, მათი თქმით, ტყუილია.

"ბანკი ქართუს" იურიდიული სამსახურის უფროსის, ნიკა გულუას განცხადებით, აღნიშნულ ტელევიზიას არაერთხელ გაუვრცელებია ცრუ ინფორმაცია, რაზეც სასამართლოს არაერთხელ მიმართეს.

"საქმე ეხებოდა "TV პირველში" გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებული იქნა ქონების გადასამალად; ბანკი გამოიყენება ივანიშვილის გარემოცვის მიერ თავიანთი ოპერაციების საწარმოებლად; ასევე მოხსენიებული იქნა, რომ ბანკი წარმოადგენს ყველაზე არაგამჭვირვალე ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში. ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა, მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება, ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში, ჩვენ არცერთი სარჩელი გაქვს წარდგენილი "TV პირველის" წინააღმდეგ მათ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით.

ბანკი არის ფონდი "ქართუს" მფლობელობაში და ემსახურება ფონდის პროექტების ბანკიდან მიღებული მოგება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება შემდგომში ეს თანხა ფონდი მიერ. სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია. ცილისწამების მიზანი არის ბანკი "ქართუს" დისკრედიტაცია მოხდეს", - განაცხადა ნიკა გულუამ.

დღის ამბები