დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა.
მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ მშობლიურ ქვემო ალვანში, სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ.
მათ ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა კი სულის მოსხსენებლი პანაშვიდი აღავლინეს.